იაგო ხვიჩია – ლევან იოსელიანზე: ჩემი მეგობარია და მე მხარს მეგობარს ვუჭერ
“გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია სახალხო დამცველის კანდიდატად ლევან იოსელიანის წარდგენას გამოეხმაურა.
ხვიჩიას თქმით, იოსელიანს მისი მხარდაჭერა ექნება.
“პირადად ჩემი მხარდაჭერა ექნება და „გირჩის“ წევრებთან ჯერ კიდევ სალაპარაკო აქვს. ჩემი მეგობარია და მე მხარს მეგობარს ვუჭერ. ეს ადამიანი მორალზე უარს არ იტყვის, რაც უნდა თანამდებობაზე დავნიშნოთ“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გუშინ განაცხადა.