რატი იონათამიშვილი: ლევან იოსელიანის მხარდაჭერის საკითხზე უმრავლესობის სხდომაზე ვიმსჯელებთ

ლევან იოსელიანის მხარდაჭერის საკითხზე უმრავლესობის სხდომაზე ვიმსჯელებთ, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, იოსელიანის მიმართ პოზიტიური განწყობა აქვს.

„ლევან იოსელიანის მიმართ პოზიტიური განწყობა მაქვს და ეს განპირობებულია იმ გამოცდილებით, რომელიც თუნდაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში არაერთ საკითხზე გვიმუშავია და მას ამ პროცესში კონსტრუქციული როლიც ჰქონია. პოლიტიკურად ბევრ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის, რომ ჯანსაღი დისკუსია გვქონდეს. მისი მხარდაჭერის საკითხზე უმრავლესობის სხდომაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, „მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები