გია ვოლსკი: ევროკავშირის ქვეყნებმა დემარშით სააკაშვილის გარემოცვას მიმართონ

კარგი იქნებოდა ამ დემარშით ევროკავშირის ქვეყნებმა, ნებისმიერმა, ვინც ამ საკითხებში ერკვევა, მიმართოს სააკაშვილის გარემოცვას, რომ თავი დაანებონ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ყოფნის სტრატეგიას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საინტერესო იქნება დიპლომატების პოზიცია, იმის შესახებ, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ხელისუფლებამ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

„რა თქმა უნდა, დემარშია ეს, მაგრამ არის მეორე სერიოზული საკითხი, როგორი ფორმით წარმოუდგენია, რომ ხელისუფლებამ, იუსტიციის მინისტრმა თუ მთავრობის მთელმა შემადგენლობამ, რა ფორმით შეიძლება მიმართოს და რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს სასამართლოზე, როდესაც სასამართლო ფაქტობრივ ვითარებას იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს. ამასთან დაკავშირებით ალბათ, კიდევ დამატებითი კონსულტაციებია საჭირო. კარგი იქნებოდა ამ დემარშით ევროკავშირის ქვეყნებმა, ნებისმიერმა, ვინც ამ საკითხებში ერკვევა, მიმართოს სააკაშვილის გარემოცვას, რომ თავი დაანებონ მის ასეთ მდგომარეობაში ყოფნის სტრატეგიას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ შვედეთის ელჩთან ერთად, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს დემარში გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები