დიმიტრი ხუნდაძე: სამწუხაროა, რომ ამერიკის ელჩმა ამერიკულ კანონს რუსული უწოდა

“ჩვენ წარმოვადგინეთ ამერიკული ვარიანტი, რომელშიც წერტილი და მძიმეც კი არ არის შეცვლილი, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამერიკის ელჩმა ამერიკულ კანონს რუსული კანონი უწოდა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ხუნდაძემ “ქრონიკის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, ისტერიკა ატეხა იმ ხალხმა, ვისაც გამჭვირვალობა არ უნდა.

„კანონმა იმუშავა მის მიღებამდე. ისტერიკა ატეხა იმ ხალხმა, ვისაც არ უნდა გამჭვირვალობა. ჩვენი, „ხალხის ძალის“ პოლიტიკა სწორედ ისაა, რომ საჯარო პოლიტიკა გავააქტიუროთ და არა კულისების, მაგალითად, როდესაც ომთან დაკავშირებით მიდიოდა ძალიან აქტიური, სახიფათო საუბრები. ამიტომ ახლა საზოგადოებას უნდა მივცეთ საშუალება, რომ იცოდნენ, რომელი ორგანიზაციის უკან ვინ დგას. ერთ-ერთი ოპოზიციურ ტელევიზიაში თქვეს, „ხალხის ძალამ“ კანონში ჩაწერა, ვინც ამ კანონს არ დაემორჩილება, მას დაიჭერენო. ჩვენ მიერ შემუშავებულ კანონში მსგავსი არაფერი წერია. რადგან ასეთი სპეკულაციები იყო, ჩვენ წარმოვადგინეთ ამერიკული ვარიანტი, რომელშიც წერტილი და მძიმეც კი არ არის შეცვლილი, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამერიკის ელჩმა ამერიკულ კანონს რუსული კანონი უწოდა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები