მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანად ყველა საუბრობს, რომ გინდა თუ არა ეს არის რუსული კანონპროექტი – ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი
“ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი, რადგან არაერთხელ მოხდა განმარტება. პირდაპირ სიცრუეს ასაღებენ ქართულ საზოგადოებას, ნაცარს აყრიან თვალებში”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის საერთო მესიჯბოქსია, რომ “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტი რუსულია.
„არსებობს ტექსტი, კანონპროექტის მუხლები – პირველი ინიცირება ჩვენი და მეორე პირდაპირ ასლია ამერიკული კანონმდებლობის. ეს არის ერთიანი მესიჯბოქსი დაწყებული რადიკალური ოპოზიციის დამთავრებული ენჯეოსექტორის, ჩვენს ფარგლებს გარეთ რომ გავიდეთ, ამერიკელი კონგრესმენი იქნება ეს თუ ევროპელი პარლამენტარი თუ გაერო და ასე შემდეგ, ერთიანად ყველა საუბრობს, რომ გინდა თუ არა ეს არის რუსული კანონპროექტი“, – განაცხადა ყაველაშვილმა.