შალვა პაპუაშვილი: ჩვენი თაობის ვალია, რომ ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ვიმოქმედოთ ისე, რომ ოკუპაცია დასრულდეს, საქართველო გაერთიანდეს
102 წლის წინ ამ ადგილებში, ისევე როგორც სხვაგან საქართველოში, მიმდინარეობდა სასტიკი ბრძოლები საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დასაცავად. სამწუხაროდ, მაშინ ეს ბრძოლები საქართველოს ოკუპაციის დამთავრდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან განაცხადა.
„სამწუხაროდ, მაშინ საერთაშორისო საზოგადოებამ თვალი დახუჭა საბჭოთა რუსეთის მიერ სხვა ერის დაპყრობის მცდელობებზე და ამ დაპყრობის შედეგებზე. ჩვენი თაობის ვალია, რომ ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ვიმოქმედოთ ისე, რომ ეს ოკუპაცია დასრულდეს, საქართველო გაერთიანდეს, ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.