„დიდი შვიდეული“ (G7) აცხადებს, რომ გაზრდის ზეწოლას რუსეთზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას აგრძელებს და ზომებს მიიღებს მესამე ქვეყნებისა და იმ სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ კრემლს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით დაეხმარონ.
„მოვუწოდებთ მესამე ქვეყნებს ან სხვა საერთაშორისო აქტორებს, რომლებიც ცდილობენ თავი აარიდონ ან ძირი გამოუთხარონ ჩვენს ზომებს, შეწყვიტონ რუსეთის ომისთვის მატერიალური მხარდაჭერა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდებიან“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, G7-ის ლიდერები მიიღებენ ზომებს ყველას წინააღმდეგ, ვინც რუსეთს ეხმარება.
ამასთან, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი „ურყევი მხარდაჭერა“ უკრაინის მიმართ. მათ ასევე მოუწოდეს კრემლს შეწყვიტოს აგრესია და „დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან“.