იოსებ ხახალეიშვილი: მხარს ვუჭერთ უკრაინელი ხალხის სამართლიან და შეუპოვარ ბრძოლას

ერთი წელი გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან. რთული დღეების, თვეების გადატანა უწევს მეგობარ ქვეყანას-უკრაინელები იცავენ სამშობლოს ერთიანობას, დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, – ამის შესახებ ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა.

“ქუთაისი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ეხმარებოდა და ეხმარება ომით დაზარალებულ უკრაინელ ხალხს. ჩვენთან, ისევე როგორც მთელ საქართველოში, შეგროვდა დიდი რაოდენობის ჰუმანიტარული ტვირთი, შეიქმნა სპეციალური ანგარიში, სადაც ხდებოდა თანხის ჩარიცხვა. უშუალოდ ქუთაისის მერიის მიერ 50 000 ლარი გადაირიცხა აღნიშნულ ანგარიშზე. სულ მალე, ქუთაისთან დამეგობრებულ ქალაქ დნიპროში გენერატორს გავაგზავნით.
ქუთაისში ამჟამად ცხოვრობს უკრაინიდან ჩამოსული 400-მდე უკრაინელი, მათ შორის, დამეგობრებული ქალაქებიდანაც. ისინი მუდმივად გრძნობენ ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომას. ჩვენ ამ თანადგომას მომავალშიც გავაგრძელებთ.
უკრაინელ ხალხს ვუსურვებ დამოუკიდებლობას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას!“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები