ქუთაისის აეროპორტი რიკოთზე დიდთოვლობის გამო, მგზავრთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უამინდობის გამო, რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ და გზის გახსნის შემთხვევაში, უპირველესად ქუთაისის აეროპორტისკენ მომავალ ავტობუსებს და მსუბუქ ავტომობილებს გაატარებენ.

„დასავლეთ საქართველოში ძლიერი თოვისა და უამინდობის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა რიკოთის უღელტეხილის გარკვეულ მონაკვეთებზე შეფერხებით ხორციელდება. გზა პარალელურ რეჟიმში იწმინდება, რის გამოც, ტრანსპორტის გადაადგილება ხდება დაბალი სიჩქარით.

ჩვენ მყისიერად გაფრთხილებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსები, რათა გზებზე შექმნილი ვითარების გამო, დაგეგმილზე უფრო ადრე გამოვიდნენ თბილისიდან.

აღნიშნული შეეხება გამთენიისას დაგეგმილ რეისებს: ათენის რეისზე რეგისტრაციის დასრულების დრო 05:30 საათია, ბერლინის რეისზე კი – 06:00 საათი. გვსურს, განვმარტოთ, რომ რეგისტრაციისა და ჩასხდომის დაწყება/დასრულების დრო განსაზღვრულია და მკაცრად რეგულირდება ავიაკომპანიის მიერ წინასწარ დადგენილი განრიგების შესაბამისად.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კოორდინაციაში ვიმყოფებით შესაბამის უწყებებთან – საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, საპატრულო პოლიციასთან, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ და გზის გახსნის შემთხვევაში უპირველესად ქუთაისის აეროპორტისკენ მომავალ ავტობუსებს და მსუბუქ ავტომობილებს გაატარებენ.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩავაყენეთ ავიაკომპანია Wizz Air. რადგან შექმნილი ფორსმაჟორული ვითარების გამო, დაგვიანების შემთხვევაში, არ დაზარალდნენ მგზავრები“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები