თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა
მეტროსადგურებმა „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მგზავრების მომსახურება ჩვეულ რეჟიმში განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ადგილზე ოპერატიულად იმუშავა კომპანიის შესაბამისმა ჯგუფმა. შეფერხება გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.