ახალგაზრდა კინოკრიტიკოსთა კურსზე მეორე ნაკადის მიღება დაიწყო
ეროვნული სასახლის ინფორმაციით, ახალგაზრდა კინოკრიტიკოსთა კურსზე მეორე ნაკადის მიღება დაიწყო!
თუ ხარ დაინტერესებული კინოხელოვნებით;
გაქვს რეცენზიების/ბლოგების წერის სურვილი;
ხარ 16-20 წლის;
3 თვის განმავლობაში პროფესიონალ კინომცოდნესა და 20 სხვა კინომოყვარულ ახალგაზრდასთან ერთად გექნება საშუალება შეისწავლო კინოხელოვნების ისტორია და დაეუფლო რეცენზიების წერის უნარს.
პროექტის ფარგლებში შექმნილი რეცენზიები და სხვა სახის ნამუშევრები გამოქვეყნდება სპეციალურად ახალგაზრდა კრიტიკოსებისთვის განკუთვნილ საიტზე youngcritics.ge ხოლო, საუკეთესო მონაწილეები მიიღებენ აკრედიტაციას „თაობა“-ს მეექვსე საფესტივალო გამოშვებაზე.
განხორციელების პერიოდი: მარტი-მაისი, 2023.
პროგრამაზე დასაშვები მონაწილეთა ასაკობრივი ჯგუფი: 16-დან 20 წლის ჩათვლით.
ლოკაცია:
თბილისი, ეროვნული სასახლე (შ.რუსთაველის გამზირი N6).
შეხვედრები გაიმართება ყოველ შაბათს ან კვირას 16:30-დან 18:00-მდე.
რეგისტრაცია გრძელდება 7 მარტამდე.
შერჩეული მონაწილეების ინფორმირება მოხდება 8 მარტს.
ორგანიზატორები: ეროვნული სასახლე (კინოფესტივალი “თაობა”)
მხარდამჭერი: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია დაესწროთ ყველა შეხვედრას და შეასრულოთ პრაქტიკული დავალებები განსაზღვრულ ვადებში.
შერჩეული მონაწილეები ელ.ფოსტაზე მიიღებენ კურსის სილაბუსსა და შეხვედრების ზუსტ განრიგს.
პირველი შეხვედრა გაიმართება 2023 წლის 11 ან 12 მარტს!
პროექტში მონაწილეობა უფასოა.
გისურვებთ წარმატებას!