ოჯახური ძალადობა გურჯაანში – დედა 2 წლის ბავშვს, სავარაუდოდ, სისტემატურად სცემდა. როგორც ბავშვის ბებია ამბობს, დედ-მამა დაშორებულები არიან, მცირეწლოვანი დედასთან იყო, შინ დაბრუნებულს კი დაზიანებები აღენიშნებოდა.
მცირეწლოვანი ამ დროისთვის გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის კლინიკაშია მოთავსებული.
ექიმების თქმით, ბავშვს ტანზე ჯერჯერობით დაუდგენელი წარმოშობის მრავლობითი დამწვრობები აქვს.
“ტანზე აქვს მრავლობითი ხასიათის დამწვრობები, ახალი არ ჩანს, დაახლოებით, ათი დღის, ვერ გეტყვით, რით მიიღო ეს დაზიანებები. მუცელი შებერილი აქვს, აღენიშნება ძლიერი ტკივილი, არის მძიმე პაციენტი. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ კატასტროფის სამედიცინო ცენტრის მანქანით, თბილისში გავაგზავნოთ”, – თქვა ექიმმა.
გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში ამ წუთებშიც იმყოფება პოლიცია, რომელიც საქმის დეტალებს არკვევს.