იონათამიშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: დეგრადირებული პარტიაა, არც ბოიკოტის უნარი აქვს და არც საპარლამენტო საქმიანობის, არც აქციების და არც კონსტრუქციული არსებობის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” დეგრადირებული პარტიაა, რომელსაც არც ბოიკოტის, არც საპარლამენტო საქმიანობის და არც აქციების უნარი არ აქვს.
“დეგრადირებული პარტიაა, რომელიც გზააბნეულია, მაგრამ ისეთი ლიდერი ჰყავთ, სხვა არც არის მოსალოდნელი.
“ნაცმოძრაობას” არც ბოიკოტის უნარი აქვს და არც საპარლამენტო საქმიანობის, არც აქციების და არც კონსტრუქციული არსებობის.
მათ დღევანდელობას თუ კრიმინალურ წარსულს დავამატებთ, კიდევ უფრო ცხადი ხდება, ეს პარტია პოლიტიკური უფსკრულისკენ რატომ მიექანება. ეს არის კანონზომიერება. ფაქტია, რომ მსგავსი ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით ნებისმიერი პოლიტიკური გაერთიანება ასე დაამთავრებს საკუთარ საქმიანობას. თავის დროზე ბოიკოტის გამოცხადება ტყუილი იყო. მათ ბოიკოტს მიმართეს არა იმიტომ, რომ სააკაშვილთან მიმართებით რაიმეს აპროტესტებდნენ, არამედ იმიტომ, რომ პარლამენტში არ ევლოთ და ხელფასები მაინც აეღოთ. ეს „გაიპრავეს“, – ამბობს დეპუტატი.