Bloomberg: აშშ უკრაინას 70 კმ-ზე მეტი დიაპაზონის მართვად ბომბებს მიაწვდის

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას შორი რადიუსის GPS-ით მართვად ბომბებს გადასცემს, რომლებსაც შეუძლიათ, სამიზნეები 72 კილომეტრის მანძილზე გაანადგურონ.

ამის შესახებ Bloomberg-ი იარაღის წარმოებასთან დაკავშირებულ პირებზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემის ცნობით, პენტაგონს ოფიციალურად არ გამოუცხადებია, რომ უკრაინას Boeing Joint Direct Attack Munition-ის მოდიფიცირებულ ვერსიას უგზავნის. 2022 წლის 21 დეკემბერს მხოლოდ ის ითქვა, რომ „ზუსტი საჰაერო სადესანტო საბრძოლო მასალის“მიწოდებას უზრუნველყოფს, რომელიც 1,85 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტში შედის.

თუმცა, წყაროებმა სააგენტოს დაუდასტურეს, რომ საუბარია JDAM ტიპის ბომბებზე, რომლებიც ცნობილია, როგორც JDAM-ER. ასეთი საბრძოლო მასალის წარმოებას Boeing ახორციელებს.

აღნიშნულია, რომ 20 იანვარს Boeing-მა JDAM-ის წარმოების 40,5 მილიონი დოლარის ღირებულების შეკვეთა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები