გია ცაგარეიშვილი: სათვალავი ამერია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობის“ მერამდენე ბოიკოტია და ბოიკოტის შეწყვეტის მერამდენე მცდელობაა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ცაგარეიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ბოიკოტის შესაძლო შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.
“სათვალავი ამერია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მერამდენე ბოიკოტია და ბოიკოტის შეწყვეტის მერამდენე მცდელობაა. მაქვს ეჭვი, რომ ეს უკან დაბრუნება სავარაუდოდ ამზადებს მათ სხვა ნაბიჯებს, რომელიც შეიძლება, საპარლამენტო მანდატების დატოვებაზე გადიოდეს“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.