პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს უსმენენ
პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის მოსმენა დაიწყო.
რეგლამენტის მიხედვით, მინისტრი თავდაპირველად გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, სამოქმედო გეგმებზე ისაუბრებს, რის შემდეგაც დეპუტატების დასმულ კითხვებს უპასუხებს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იქნება სიტყვით გამოსვლები.