“ნაცმოძრაობამ” შესაძლოა, საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტოს – დეპუტატები პარლამენტში დაბრუნებაზე ალაპარაკდნენ

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლოა, საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტოს. ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე მზად არის, „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას დაესწროს.

„ბოიკოტიც და საპარლამენტო მანდატების დატოვებაც არ არის შედეგის მომტანი. ვაპირებ, კანონპროექტზე საკომიტეტო განხილვებს დავესწრო“, – ამბობს დეკანოიძე.

ანალოგიური პოზიცია აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ბეჟაშვილსაც. მისი თქმით, საერთაშორისო ინსტიტუტებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში ჰყავდეს ძლიერი ოპოზიციური წარმომადგენლობა, ამიტომ, მათი მოთხოვნის გათვალისწინებითაც, იმიტომაც, რომ საქმე ანტიევროპულ კანონს ეხება, ჩაერთვებიან საპარლამენტო საქმიანობაში და გააგრძელებენ მასში მონაწილეობას.

თუმცა, პარტიის ახალარჩეული თავმჯდომარე პოზიციებს არ თმობს. ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ იქამდე, სანამ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ციხეშია, პარტიის გადაწყვეტილება საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით არ გადაიხედება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები