რატი იონათამიშვილი: ერთხელ თბილისის მერიასთან რომ მიიჭრა ხაბეიშვილი, გვახსოვს, მერე გულწასული შიგნით, ფოიეში იყო და მერიის თანამშრომლები ასულიერებდნენ – ამ ადამიანებს მხარდაჭერა არ აქვთ

“ერთხელ თბილისის მერიასთან რომ მიიჭრა ხაბეიშვილი, გვახსოვს, მერე გულწასული შიგნით, ფოიეში იყო და მერიის თანამშრომლები ასულიერებდნენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაცმოძრაობას” მხარდაჭერა არ აქვს.

„ფაქტობრივად, დღესაც ზუსტად იმავე მდგომარეობაშია “ნაცმოძრაობა”, უბრალოდ, ის ეპიზოდი გამოხატავდა მათ რეალურ ყოფას. ფაქტია, ამ ადამიანებს დღეს არა აქვთ არანაირი მხარდაჭერა, რადგან ყველამ იცის, რომ სააკაშვილის შესახებ მოგონილი ინფორმაცია ტყუილია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები