ირაკლი კობახიძე: როგორც იურისტმა, ადამიანის უფლებების სპეციალისტმა შემიძლია, გითხრათ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ამერიკული და რუსული კანონები სრული კატასტროფაა

„გზაში ვკითხულობდი ზუსტად ახლა ამერიკულ კანონს და არის სრული კატასტროფა. რუსული კანონიც არის კატასტროფა. ეს პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, როგორც იურისტმა, ადამიანის უფლებების სპეციალისტმა”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტი ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაშია.

“ჩვენ ასეთი კანონის მიღებას საქართველოს პარლამენტში უბრალოდ ვერ ვიკადრებდით. ვერც დავუჭერდით ასეთი კანონის მიღებას მხარს. რაც შეეხება რუსულ კანონს, ახლა გავეცანი და ყოფილა ამერიკული კანონის ანალოგი. რაც შეეხება ქართულ კანონპროექტს, რომელიც არის ინიცირებული „ხალხის ძალის“ მიერ, ის არის მთლიანად შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, განსხვავებით ამერიკული და რუსული კანონებისგან. ის ითვალისწინებს გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს, მეტს არაფერს. არის ძალიან მარტივი, ლაკონიური კანონი. ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს, არის ის, რომ სუბიექტები, რომლებიც იღებენ 20%-ზე მეტს უცხოურ დაფინანსებას, წარადგენენ წლიურ დეკლარაციას. შემუშავებულია ქართული კანონპროექტი, არც ამერიკული და არც რუსული. ეს არის რეალობა. დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი და დადასტურებადია შესაბამისი ფაქტებით“, – აცხადებს კობახიძე.

გუშინ, ბიუროს სხდომაზე მოძრაობა „ხალხის ძალის“ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები