თურქეთში მომხდარი ორი ახალი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 213 დაშავდა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთ-სირიის საზღვარზე, ადგილობრივი დროით 20:04 საათზე 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ჰათაის პროვინციაში, დეფნეს მუნიციპალიტეტში მდებარეობდა. გარდა ამისა, სტიქიიდან 3 წუთის შემდეგ, კიდევ ერთი, 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი სამანდაგის რაიონში მდებარეობდა. როგორც ცნობილია, სტიქიას ნგრევაც მოჰყვა.