ECDC: თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის ზონებში საშიში ინფექციების გავრცელების საფრთხე არსებობს

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრი (ECDC) თურქეთსა და სირიაში მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში ინფექციური დაავადებების, მათ შორის, ქოლერის გავრცელების რისკს ხედავს.

აღინიშნება, რომ დაზარალებულ ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემებში არსებობს გადაუდებელი საჭიროებები, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ინფექციური დაავადებების საფრთხე, რომელიც შესაძლოა, მომდევნო ორი-ოთხი კვირის განმავლობაში არსებობდეს.

„მომავალი კვირების განმავლობაში, დაზარალებულ რაიონებში ქოლერის შემთხვევების გაზრდის დიდი ალბათობაა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, არ არის გამორიცხული დაზარალებულთა ბანაკებში სხვა დაავადებების განვითარება, როგორიცაა ჰეპატიტი A და როტავირუსი.

“დაავადებების გავრცელებას შესაძლოა, იწვევდეს სუფთა წყალზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა, არაადეკვატური სანიტარული პირობები და საკვების შენახვისა და მომზადების არაადეკვატური პირობები. რესპირატორული ინფექციები განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, მათი გავრცელების რისკი მზარდია მსხვერპლთა დროებით განთავსების ბანაკებში, სადაც ხალხმრავლობის თავიდან აცილება შეუძლებელია”, – ნათქვამია რელიზში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები