ალ. ორბელიანისა და 1832 წლის შეთქმულების საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

22 თებერვალს, 14:00 საათზე, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, ალ. ორბელიანისა და 1832 წლის შეთქმულების საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სამეცნიერო კონფერენცია ეძღვნება ალექსანდრე ორბელიანის დაბადებიდან 220-ე წლისთავსა და 1832 წლის შეთქმულების 190-ე წლისთავს.
კონფერენცია იმართება სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის №FR-19-7480 – „ქართული ევროპეიზმის სათავეებთან – ალექსანდრე ორბელიანის თხზულებათა აკადემიური ოთხტომეულის გამოცემა“ – ფარგლებში (პროექტის ხელმძღვანელი როსტომ ჩხეიძე).
მისამართი: კოსტავას ქ. №5.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები