ბაჩო დოლიძე: რომან გოცირიძე პროფესიონალია თავის საქმეში, პროცესიდან ასეთი ადამიანის გამოთიშვა დასანანია

რომან გოცირიძისნაირი ადამიანების გამოთიშვა პროცესებიდან დანაკლისია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ძალიან გული მწყდება, რომან გოცირიძე ძალიან გამოცდილი, პროფესიონალია თავის საქმეში. ერთ-ერთი გამორჩეულია პარლამენტში მუშაობის პროცესში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების გამოთიშვა პროცესებიდან დანაკლისია. შესაბამისად, დამატებით განცხადებებს, რა, როგორ, ვფიქრობ, ჯობია, რომ დაველოდოთ, მან თავად თქვას. მე რაც შემიძლია, გითხრათ, რომ, უბრალოდ, გული მწყდება, როცა ასეთი ადამიანები ეთიშებიან ამ პროცესებს. გუშინ მქონდა საუბარი ბატონ რომანთან, მხოლოდ და მხოლოდ მოკითხვით შემოვიფარგლეთ, პატივი უნდა ვცეთ თითოეული ადამიანის გადაწყვეტილებას. ჩემთვის, რა თქმა უნდა, ძალიან დასანანია. რომან გოცირიძე პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელიას უჭერდა მხარს, მაგრამ ამასთან თუ არის დაკავშირებული მისი გადაწყვეტილება, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ჯობს, თავად მან ისაუბროს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ეს უფრო სწორი იქნება“, – განაცხადა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები