ფრიდონ ინჯია: რატომ დაკარგა ჩვენმა სახელმწიფომ ტერიტორიის 20%? ვისი განკარგულებით გავიდა უბრძოლველად კოდორის ხეობიდან 1000-მდე ქართველი მებრძოლი? ეს კითხვები უფრო აქტუალური გახდა

????????????????????????????????????

რატომ დაკარგა ჩვენმა სახელმწიფომ ტერიტორიის 20%? ვისი განკარგულებით გავიდა უბრძოლველად კოდორის ხეობიდან 1000-მდე ქართველი მებრძოლი? დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ეს კითხვები უფრო აქტუალური გახდა, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილის იმ ნაწილს, რომელიც 2008 წლის ომს ეხება.

„შესაქმნელია კომისია, იმიტომ რომ ბევრი კითხვა არსებობს. რატომ დაკარგა ჩვენმა სახელმწიფომ ტერიტორიის 20%? შეიძლებოდა თუ არა ამ ტერიტორიის არ დაკარგვა? რატომ, ვისი განკარგულებით გავიდა უბრძოლველად კოდორის ხეობიდან 1000-მდე ქართველი მებრძოლი? დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რა წნეხს განიცდის ჩვენი ქვეყანა, რომ გაიხსნას მეორე ფრონტი, ეს კითხვები უფრო აქტუალური გახდა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები