ილია დარჩიაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან პრინც ფაისალ ბინ ფარჰან ალ საუდთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმატებულ ვიზიტს საუდის არაბეთში და აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების დროული  და ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას.

„მინისტრები ასევე მიესალმნენ საუდის არაბეთში ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის გამართულ პოლიტიკურ კონსულტაციებს, რა დროსაც გამოიკვეთა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საინვესტიციო და ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და გამოთქვეს მზადყოფნა უმასპინძლონ ბიზნეს დელეგაციებს არსებული პოტენციალის შესწავლის მიზნით.

საუბარი ასევე შეეხო ხალხთაშორისი კავშირების და ტურიზმის სფეროში დინამიკის ზრდისთვის გასატარებელ ქმედებებს. ილია დარჩიაშვილმა კოლეგა საქართველოში მიიწვია, თავის მხრივ ფაისალ ბინ ფარჰან ალ საუდმა მზადყოფნა გამოთქვა პირველივე შესაძლებლობის ფარგლებში ეწვიოს საქართველოს“, – ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები