ზურაბ აზარაშვილი: უკრაინიდან ლტოლვილებს ყოველთვიურად ზუსტად იგივე ოდენობის დახმარება აქვთ დანიშნული, როგორც ჩვენს დევნილებს

უკრაინიდან ლტოლვილებს ყოველთვიურად ზუსტად იგივე ოდენობის დახმარება აქვთ დანიშნული, როგორც ჩვენს დევნილებს, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო უკრაინელ ლტოლვილებს ომის პირველივე დღიდან ეხმარება.

“უკრაინიდან ლტოლვილებს ყოველთვიურად ზუსტად იგივე ოდენობის დახმარება აქვთ დანიშნული, როგორც ჩვენს დევნილებს – საჭიროების შემთხვევაში ბინის ქირითაც უზრუნველვყოფთ და ბინის ქირასაც ზუსტად იგივე ოდენობით ვუხდით, რასაც ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის ვაკეთებთ
მოგეხსენებათ, პირველი სამი თვე სასტუმროებში მათ ცხოვრებას სრულად უზრუნველვყოფდით. შემდეგ მათზე ზრუნვა ჩვენს სამინისტროში გადმოვიდა. დევნილთა სააგენტო საქმეს საკმაოდ წარმატებულად უძღვება.
ლარსის გამშვებ სასაზღვრო პუნქტზე და კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე სპეციალური პუნქტები გვაქვს, სადაც საჭიროების შემთხვევაში ლტოლვილები მიმართავენ და ჩვენ უკვე ათასობით ადამიანსა და ოჯახს დავეხმარეთ. რამდენიმე ათეული მილიონი ლარი ომის დღიდან ამ დახმარების კუთხით გადავიხადეთ”, – თქვა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები