საქართველოს დელეგაცია ერევნის კონიაკის ქარხანას ესტუმრა
სომხეთში მყოფი საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ქალაქ ერევნის ბრენდის კომპანიის კონიაკის ქარხანას ესტუმრა. ქართველ სტუმრებს კონიაკის ქარხანაში მეგზურობა სომხეთის ენერგეტიკის მინისტრმა გაუწია.