ირაკლი ღარიბაშვილსა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

   საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის კანცლერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სატელეფონო საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა და ანგელა მერკელმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ნატო-ს უელსის სამიტი. ანგელა მერკელმა საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
გერმანიის კანცლერმა ირაკლი ღარიბაშვილს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ის საქართველოს სავარაუდოდ ოფიციალური ვიზიტით 2015 წლის გაზაფხულზე ეწვევა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები