სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება

18 თებერვალს, 19:30 საათზე,  ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ  ცენტრში სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, თბილისის სიმფონიურ ორკესტრს ახალგაზრდა ქართველი დირიჟორი – გოჩა მოსიაშვილი უდირიჟორებს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ცნობილი ქართველი პიანისტი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი – თამარ ლიჩელი. შესრულდება რ. შუმანის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის და ლ.ვ. ბეთჰოვენის სიმფონია N2.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები