ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.
შესაბამის დოკუმენტს მხარი 577-მა დეპუტატმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი იყო, ხოლო 26-მა კენჭისყრისგან თავი შეიკავა.
რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლებისკენ და საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობის მიცემისკენ მოუწოდებს.