ელისო ბოლქვაძე: 2023 წელს ერთ-ერთი პრიორიტეტი ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებით განსაზღვრულ აქტივობათა შესრულების ზედამხედველობაა

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტში დასახულია ამოცანები, რომელიც მოიცავს კომიტეტისა და მისი წევრების მიერ კანონპროექტების ინიცირებას, მთავრობისა და სამინისტროების მიერ კულტურის სფეროში წარმოდგენილ კანონპროექტებზე მუშაობას, საზედამხედველო საქმიანობას.

„სტრატეგიული მიზანი ამ მიმართულებით მოიცავს ისეთ ამოცანებს, როგორიცაა ეროვნული კანონმდებლობის აღსრულების ეფექტიანი მონიტორინგი, ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებით განსაზღვრულ აქტივობათა შესრულების ზედამხედველობა, ეფექტიანი ფინანსური, საბიუჯეტო ზედამხედველობა, პრიორიტეტულ საკითხებზე საკომიტეტო მოკვლევისა და მოსმენების ჩატარება “, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

სტრატეგიულ მიზნებს შორისაა ასევე კომიტეტის საქმიანობასა და დარგობრივი მიმართულებით არსებულ სიახლეებზე დაინტერესებულ მხარეთა ინფორმირების მიზნით, კომუნიკაციის გაუმჯობესება; კომიტეტის შიდა ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება მისი მანდატით განსაზღვრული საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები