ირაკლი ზარქუა: ნათელია, ვის ინტერესებს ემსახურებოდა სააკაშვილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკოლაი მალომუჟის განცხადებას გამოეხმაურა.
„ნათელია, ვის ინტერესებს ემსახურებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სააკაშვილი. 20% რუსეთის გადაუფორმეს, სტრატეგიული ობიექტები რუსეთს გადააბარეს და შემდეგ 2008 წელის ომი ქართველ ბიჭებს დააბრალეს. ამაზე მეტი ლუსტრაცია რა უნდა ყოფილიყო?! სააკაშვილი ეს იყო უკრაინის სპეცსამსახურების დაკვირვების ქვეშ, რომელიც კგბ-ს ქოლგის ქვეშ მუშაობდა, საბჭოთა კავშირის დროს“, – განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილმა თავმჯდომარემ, არმიის გენერალმა, ნიკოლაი მალომუჟმა თოქშოუში „სტუმრად დმიტრი გორდონთან“ განაცხადა: “სააკაშვილი და პოროშენკო განიხილებოდნენ, როგორც დაზვერვის მომავალი შესაძლო თანამშრომლები, მათთან მუშაობდნენ უკრაინული სპეცსამსახურები, რომელშიც შედიოდა კგბ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი უკრაინის უშიშროების სამსახური”.