ირაკლი ქადაგიშვილი: ცუდია, რომ ევროპული ფასეულობა, მათ შორის, მედიის და ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება ასეთი წნეხის ქვეშაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის ქმედებათა აღმწერი მორიგი მწვავე სტატიის საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებაზე განმეორებით უარი უთხრეს.

ქადაგიშვილის შეფასებით, აღნიშნულის უკან პოლიტიკური ინტერესი დგას.

„ვხედავთ, რომ მსოფლიოში ერთ- ერთი ყველაზე წამყვანი ბანკი ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის და არგუმენტის გარეშე ფაქტობრივ სანქციას ახორციელებს კანონიერი თანხების მფლობელ ადამიანზე, ამის უკან, რა თქმა უნდა, გარდა პოლიტიკური ინტერესისა, სხვა ინტერესი ვერ იქნება დანახული, რადგან ვერც ერთი სამართლებრივი არგუმენტი ბანკმა ვერც ერთ სასამართლო პროცესზე ვერ მოიყვანა. ამ პოლიტიკური ინტერესის უკან დგას ის, რომ თავისუფალი პრესა შეზღუდულია, რომ ბანკის მენეჯმენტი, რომელიც არაკანონიერ ქმედებას ახორციელებს, ეს ქმედება საჯარო გახადოს. ცუდია, რომ ევროპული ფასეულობა, მათ შორის, მედიის და ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება ასეთი წნეხის ქვეშაა”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები