მაჭარაშვილი: სააკაშვილი არ არის ქართული სახელმწიფოს წარმომადგენელი, მან ყველაფერი ქართული უარყო

ეს ადამიანი ადასტურებს იმას, რასაც ვამბობდით, რომ, სამწუხაროდ, სააკაშვილი არ არის ქართული სახელმწიფოს წარმომადგენელი, ის შეიძლება იყოს ყველას წარმომადგენელი, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„ჩემი არც გულიაო, არც მოქალაქეობა, არც პოლიტიკა მინდაო და არც ქართულ ენაზე საუბრობს. ლოგიკური ჯაჭვი უკვე ხელის გულზე დევს მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ისე იქცევა, როგორც იქცევა. თავის პატრონებს პირდაპირ ეუბნება, თუ არ გამომიშვებთ, ავლაპარაკდებიო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკოლაი მალომუჟიმ თქვა: სააკაშვილი და პოროშენკო განიხილებოდნენ დაზვერვის მომავალ თანამშრომლებად. მათთან მუშაობდნენ უკრაინული სპეცსამსახურები, რომლებიც შედიოდა კგბ-ში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები