„დავით სარაჯიშვილი“ – ლიტერატურულ-დოკუმენტური წარმოდგენა გაიმართება
14 თებერვალს, 19:00 საათზე, დუმბაძის სახ. მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ლიტერატურულ-დოკუმენტური წარმოდგენა – „დავით სარაჯიშვილი“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წარმოდგენა დიდი ქართველი მეცენატის, მეწარმისა და საზოგადო მოღვაწის, დავით სარაჯიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გზას ასახავს. სპექტაკლი დოკუმენტურ მასალაზეა აგებული და მასში ნაჩვენებია XIX-XX საუკუნეთა მიჯნის საქართველოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების გარკვეული ასპექტები.
რეჟისორი: მაია შენგელია; რეჟისორის თანაშემწე: თამაზ ქარაული; მუსიკალური გაფორმება: ალექსანდრა ლორთქიფანიძე; ქორეოგრაფი: ანანო სამსონაძე.
მონაწილეობენ: პაატა მხეიძე, კახაბერ ჭოლაძე, ნიკოლოზ კვანტალიანი, რაჟდენ კერვალიშვილი, ეკატერინე შარიქაძე, თამარ ცქვიტინიძე, გიორგი ოქრუაშვილი.