გენადი არველაძე OECD-ის მინისტერიალში მონაწილეობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე მონაწილეობს საფრანგეთის ქალაქ პარიზში მიმდინარე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ორგანიზებულ მინისტერიალში, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი თემაა: პასუხისმგებლიანი ბიზნესის ხელშეწყობა და ჩართულობა გლობალურ ეკონომიკაში (Promoting and enabling responsible business conduct in the global economy).
გენადი არველაძე მოხსენებას გააკეთებს სესიაზე, რომელიც გაციფრულების შესაძლებლობებს შეეხება.
მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობენ OECD-ს წევრი და არაწევრი ქვეყნების მინისტრები და მინისტრის მოადგილეები, აგრეთვე საერთაშორისო და ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენლები. მინისტერიალი OECD – ს გენერალური მდივანმა მათიას კორმანი გახსნა. შეხვედრის თანათავმჯდომარეები არიან საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.
ღონისძიების პარალელურად, ასევე დაგეგმილია მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის ორმხრივი შეხვედრა OECD-ის დირექტორთან ანდრიას შაალთან, რომლის დროსაც განხილული იქნება საქართველოსა და OECD – ის შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. შეხვედრაზე ასევე განიხილება ქალაქ თბილისში, 2023 წლის ივნისში დაგეგმილი OECD-ის ევრაზიის კვირეულის ჩატარების საკითხი.