გიგა გიგაშვილის კონცერტი – მარათონი გაიმართება

8 თებერვალს, , 14:00, 17:00 და 20:00 საათზე, კონსერვატორიის მცირე დარბაზში  პიანისტ გიგა გიგაშვილის კონცერტი – მარათონი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით,  რვა საათის განმავლობაში  (14:00-22:00) მსმენელს საშუალება მიეცემა, მოუსმინოს ორსაათიან პროგრამას (ბახი, შუმანი, სკრიაბინი და მესიანი), რომელსაც ახალგაზრდა პიანისტი ერთსაათიანი შესვენებებით სამჯერ შეასრულებს.
კონცერტი-მარათონი თავისებურ პერფორმანსსაც წარმოადგენს, რომელშიც მსმენელს შესაძლებლობა ექნება, თავისუფლად იმოძრაოს საკონცერტო სივრცეში, ნებისმიერ დროს შეუერთდეს მას ან დატოვოს იგი.
დღეს მთელს მსოფლიოში საუბრობენ კრიზისზე, რომელმაც სფერო მოიცვა. შედეგად, კლასიკური მუსიკის კონცერტებზე თვალნათლივ კლებულობს ახალგაზრდა მსმენელთა რიცხვი. გიორგი გიგაშვილი მიმართავს კონცერტის ჩატარების არაკონვენციურ ხერხს იმ მიზნით, რომ გააფართოოს ჩვენი ხედვა საკონცერტო შემსრულებლობის შესახებ, გახადოს ჟანრი თანამედროვე ეპოქისთვის უფრო აქტუალური და ამით თავისი მცირეოდენი წვლილი შეიტანოს კლასიკური მუსიკის მოყვარულთა წრის გაზრდაში.
ვიზუალის ავტორი – ელისაბედ იოსელიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები