ალუდა ღუდუშაური: ევროპარლამენტის რეზოლუციები ავტორიტეტს და ძალას კარგავს, მისი შინაარსი აცდენილია ფაქტებსა და რეალობას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციები კარგავს თავის ავტორიტეტს და ძალას, მისი შინაარსი სულ უფრო აცდენილია ფაქტებს და რეალობას.

აღნიშნული კომენტარით ღუდუშაური ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის 5 პროექტს გამოეხმაურა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.

„რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ფაქტია, ეს რეზოლუციები კარგავს თავის ავტორიტეტს და ძალას, მისი შინაარსი სულ უფრო აცდენილია ფაქტებს და რეალობას. ჩვენ გვაქვს სასამართლო გადაწყვეტილება და ყოველგვარი სპეკულაციები სააკაშვილთან დაკავშირებით უადგილოა, პროცესი არის სამართლებრივ ჭრილში და როგორც ადვოკატები ამბობენ, აპირებენ გაასაჩივრონ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. სრულიად აბსურდული ხდება ის კამპანია, რაც გაჩაღებულია ივანიშვილის წინააღმდეგ, ერთადერთი მიზანი არის ორკესტრირებული შეტევა ადამიანზე, რომელიც ქვეყნის და ხალხის სამსახურშია. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ყველა კარგად ხედავს, რატომ ებრძვიან ივანიშვილს, ხედავენ, რომ ის შეუპოვრად დგას საკუთარი ქვეყნის და ხალხის გვერდით და ასე გააგრძელებს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები