რატი იონათამიშვილი: ვანო მერაბიშვილმა აღიარა, რომ „ნაცმოძრაობის“ ოცნება საქართველოში ომის გაჩაღებაა

ჩემთვის ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო, როდესაც ვანო მერაბიშვილი საუბრობდა, რომ საქართველოში მომავალში უნდა მოხდეს ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ „ფეიგინ ლაივისთვის“ მიცემულ ინტერვიუს.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილმა აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნებაა, საქართველოში ომის გაჩაღება.

„ჩემთვის ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო, როდესაც ვანო მერაბიშვილი საუბრობდა, რომ საქართველოში მომავალში უნდა მოხდეს ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამას უნდა შეუწყოს ხელი. ამით, ამ ადამიანმა აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნებაა, საქართველოში ომის გაჩაღება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა გადაცემა „ფეიგინ ლაივში“ განაცხადა, რომ „დასავლეთის ზეწოლა უნდა წარიმართოს შიდა პროტესტების პარალელურად, რაც მეტი იქნება შიდა პროტესტი, დასავლელი მეგობრები უფრო გაბედულად იმოქმედებენ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები