„ბეთჰოვენიადა 32“ – კონცერტი ეძღვნება უკრაინაში მებრძოლ ქართველ და უკრაინელ გმირებს

15 თებერვალს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საფორტეპიანო სონატების საღამო გაიმართება, ორ განყოფილებად – ციკლიდან „ბეთჰოვენის 32 სონატა”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტი ეძღვნება უკრაინაში თავისუფლებისათვის მებრძოლ ქართველ და უკრაინელ გმირებს.
სოლისტი – ვატო ჟორდანია;
საღამოს პროგრამა მოიცავს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ადრეულ სონატებს: თხზ. 2, No 3; თხზ. 7; თხზ. 10, No. 2;

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები