ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს შორის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

11-12 თებერვალს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს შორის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პარლამენტის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრა ემსახურებოდა საბჭოსა და სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის მეთოდოლოგიისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის გაცვლას და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვას. მონაწილეებმა განიხილეს ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ძირითადი გამოწვევები და პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, სახალხო დამცველის შესწავლის შედეგები ალტერნატიული ზრუნვის სისტემის ეფექტიანობის, დეინსტიტუციონალიზაციის, ბავშვთა ძალადობისგან დაცვისა და ბავშვთა სიღარიბის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, აგრეთვე, ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ სისტემური ხასიათის გამოწვევებზე.
საბჭოს თავმჯდომარე დავით სერგეენკო, საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გვარამაძე და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე შეთანხმდნენ ბავშვის უფლებათა დაცვის პრიორიტეტული მიმართულებებით ერთობლივ თანამშრომლობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები