ირაკლი ღარიბაშვილი: “The Heritage Foundation”-ის ეკონომიკური თავისუფლების 2022 წლის ინდექსში საქართველო მე-18 ადგილზეა ევროპაში და წინ უსწრებს ევროკავშირის ბევრ წევრ სახელმწიფოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “The Heritage Foundation”-ის ეკონომიკური თავისუფლების 2022 წლის ინდექსში საქართველო მე-18 ადგილზეა ევროპაში და ევროკავშირის ბევრ წევრ სახელმწიფოს წინ უსწრებს.

მისივე თქმით, გლობალურ რეიტინგში საქართველო 177 ქვეყანას შორის 26-ე ადგილს იკავებს.

“2021 წლის „ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის” (IBP) და ღია ბიუჯეტის (OBS) კვლევის მიხედვით საქართველო პირველ ადგილზეა 120 ქვეყანას შორის სახელმწიფო ბიუჯეტების გამჭვირვალობის მიმართულებით. საინვესტიციო პოლიტიკის შეფასებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მარეგულირებელი ნორმებით შეზღუდვის ინდექსის საფუძველზე საქართველო მე-8 ადგილზეა 80 ქვეყანას შორის და მსოფლიოში ყველაზე ღია ეკონომიკაზე მეტყველებს. The Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების 2022 წლის ინდექსში საქართველო მე-18 ადგილზეა ევროპაში და წინ უსწრებს ევროკავშირის ბევრ წევრ სახელმწიფოს, ხოლო გლობალურ რეიტინგში 26-ე ადგილს იკავებს 177 ქვეყანას შორის. ეს აღიარება მოწმობს იმ უზარმაზარ წინსვლას, რომელიც ეკონომიკური თავისუფლების ხელშეწყობის და ყველა მოქალაქის უფრო წარმატებული მომავლის შექმნისთვის მივაღწიეთ”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები