გოგა ხაინდრავა – სალომე ზურაბიშვილზე: ვანდალიზმს ხელოვნებად რომ წარმოაჩენთ და საკუთარი პრეზიდენტობის ხანას – საბჭოთა სისხლიანი რეპრესიების დროდ, კი უნდა დაფიქრდეთ, სირცხვილი რა არის

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა ეროვნულ გალერეასთან გამართულ, სანდრო სულაბერიძის სოლიდარობის აქციაზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც პრეზიდენტი ამბობს, რომ ხელისუფლების ქმედებები მხატვრის წინააღმდეგ მას სხვა ეპოქას ახსენებს და თანამედროვე საქართველოს არცხვენს.

„ვანდალიზმს ხელოვნებად რომ წარმოაჩენთ, სახელმწიფოს მოვალეობას, დაიცვას ეროვნული საგანძური ვანდალებისგან, შიშებად შეაფასებთ, ხოლო საკუთარი პრეზიდენტობის ხანას – საბჭოთა სისხლიანი რეპრესიების დროდ, კი უნდა დაფიქრდეთ, სირცხვილი რა არის, ქ-ნო პრეზიდენტო!“, – წერს კინორეჟისორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები