“თურქეთის მიწისძვრა ერთ-ერთი ძლიერია, რაც ხმელეთზე მომხდარა” – ამერიკელი მეცნიერები

თურქეთში მომხდარი მიწისძვრა ათ ყველაზე დიდ მიწისძვრებს შორს მოხვდა, რომელთა ეპიცენტრი ხმელეთზე იყო.

ამის შესახებ კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიის ვიქტორიანული უნივერსიტეტის სეისმოლოგიის პროფესორმა, ედვინ ნისენმა განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთის მიწისძვრა „ოდესმე დაფიქსირებული მიწისძვრების ხუთეულში ან ათეულში შედის”.

“რა ხდის მათ ასეთ დამანგრეველს – ეს არის მასშტაბი და თურქეთის მჭიდროდ დასახლებულ ნაწილში ადგილმდებარეობის კომბინაცია”, – ციტირებს პროფესორის სიტყვებს Anadolu.

მან აღნიშნა, რომ ყველაზე ძლიერი მიწისძვრები, ჩვეულებრივ, ოკეანეებში ხდება.

ნისენმა გაიხსენა, რომ 6 თებერვლის სტიქიური უბედურება ყველაზე მომაკვდინებელია თურქეთის ისტორიაში, 1939 წელს ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ერზინჯანის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, რომელმაც 30 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

მეცნიერმა დასძინა, რომ მიწისძვრის დრო იყო “განსაკუთრებით არასახარბიელო”, რადგან ეს მოხდა შუაღამისას და ზამთრის მკაცრ პირობებში.

„ეს არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს დაღუპულთა და დაშავებულთა ასეთ დიდ რაოდენობას“, – ამბობს მეცნიერი.

თავის მხრივ, აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მიწისძვრის მიერ მიყენებული დაზიანების მკვლევარმა, დევიდ შელიმ თქვა, რომ თურქეთი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს.

„ქვეყანა სამ ტექტონიკურ ფირფიტაზეა განთავსებული. აქ ბევრი აქტიური ხაზია. ორშაბათს მომხდარი მიწისძვრები ძალიან ძლიერი იყო, რაც ძალიან იშვიათი ბუნებრივი მოვლენაა“, – განაცხადა მან.

შელიმ გაიხსენა, რომ 1999 წელს თურქეთში მიწისძვრები სამი თვის ინტერვალით მოხდა.

„თუმცა, კაჰრამანმარაშში მომხდარ მიწისძვრებს ძალიან მოკლე პერიოდი ჰქონდა. მეორე მიწისძვრას შეიძლება, ვუწოდოთ პირველის ერთგვარი მომყოლი ბიძგები“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები