დიმიტრი ხუნდაძე: რუსეთ-უკრაინის ომი სინამდვილეში რუსეთ-დასავლეთის ომია

„რუსეთ-უკრაინის ომი სინამდვილეში რუსეთ-დასავლეთის ომია. ალბათ, ამაში ეჭვი აღარავის ეპარება. ამ ომში ან დასავლეთი იქნება გამარჯვებული, ან რუსეთი, ან ორივე. უკრაინა კი მისი არაპროუკრაინული პოლიტიკით სამწუხაროდ, უკვე წაგებულია”,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს.
მისივე თქმით, ის უკრაინას გამარჯვებას უსურვებს.
“მას ერთი მხარე თავდასხმაში ამყოფებს, მეორე – თავდაცვაში, ქალაქები კი ინგრევა და მოსახლეობა ნადგურდება. ეს ორი მხარე, როცა იქნება და როგორც იქნება, დაზავდებიან და საკუთარ ინტერესებსაც გადაინაწილებენ. უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკას კი ყველაზე უკეთ საკუთარი საზოგადოება შეაფასებს, როცა ამის დრო დადგება.
საკუთარი ქვეყნისთვის მშვიდობის შენარჩუნება უფრო გონივრული ნაბიჯია, ვიდრე სხვისი ინტერესებისთვის საკუთარი საზოგადოების მსხვერპლად შეწირვა. უკრაინას გამარჯვებას ვუსურვებ, დანარჩენ ყველას კი მშვიდობისთვის და არა ომისთვის ზრუნვას“,- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები