ლევან დავითაშვილი – ბაკურიანში გასამართ ჩემპიონატზე: როდესაც ქვეყანა ასეთ ინფრასტრუქტურას აკეთებს, ეს არ არის 1 ტურნირისთვის და შეგვიძლია, გამოვიყენოთ მრავალი წლის განმავლობაში

ყველასთვის ცალსახაა, რომ როდესაც ქვეყანა ასეთ ინფრასტრუქტურას აკეთებს, ეს არ არის 1 ტურნირისთვის და შეგვიძლია გამოვიყენოთ მრავალი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ ეს კურორტი ტურისტული კუთხით, კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი და კომფორტული იყოს , – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

„270 მილიონი ლარია დახარჯული განახლებულ ინფრასტრუქტურაზე, რაც მოიცავს 3 ახალ საბაგირო გზას, 6 ახალ სათხილამურო ტრასას. ასევე ხელოვნური გათოვლიანების ყველზე გრძელ სისტემას. ერთი პროექტის ფარგლებში, 30 კილომეტრზე მეტი გათოვლიანების სისტემა უპრეცედენტოა – არსად, არცერთ კურორტზე ერთბაშად არ განხორციელებულა. იმისთვის, რომ ხელოვნური გათოვლიანების სისტემამ სრულფასოვნად იმუშაოს, 2 ხელოვნური წყალსაცავი, ტბა მოეწყო. ეს ყველაფერი საკმაოდ მოკლე დროში და ხარისხიანად განხორციელდა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები