პოლონეთი მზად არის, სააკაშვილის მკურნალობა უზრუნველყოს

პოლონეთი საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ მიღებას სთავაზობს.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ევროსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, – წერს Onet-ი.

„პოლონეთის მიერ არის ინიცირებული და მე ამ თემაზე ბევრი ქვეყნის პრემიერმინისტრს ვესაუბრე, ვთავაზობ საქართველოს მთავრობას, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი, პოლონეთში მკურნალობა“, – განაცხადა მორავიეცკიმ.

მისი თქმით, “თუ საქართველოს სურს, ევროპულ მისწრაფებებზე დადებითი პასუხის იმედი ჰქონდეს, მან ასევე სერიოზულად უნდა მიიღოს ეს მიმართვა, რომელიც უკვე ფორმულირებულია საბჭოს დიპლომატიური სამსახურის მიერ.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები