“საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის ძებნა გრძელდება” – გიორგი ჯანჯღავა

თურქეთში საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა ადასტურებს, რომ მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა.

ელჩის თქმით, გრძელდება კიდევ ერთი მოქალაქის სამძებრო სამუშაოები ორ ლოკაციაზე.

​”საქართველოს მოქალაქის ცხედარი ნაპოვნია. ოჯახს დავუკავშირდით, იციან მომხდარის შესახებ, კონსული გადასვენების პროცედურის მოგვარებაშია ჩართული”, – თქვა დიპლომატმა.

მისი თქმით, ქართველი მაშველები მუშაობას აგრძელებენ.

“მათ ჩამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ასევე, პრემიერმინისტრის მიერ დაანონსებული ინფორმაცია, ჰუმანიტარული დახმარების შესახებ, მყისიერად გავრცელდა”, – აცხადებს ელჩი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები