ნიკოლოზ სამხარაძე: მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია იმისთვის, რომ საქართველოს იმიჯი დაზიანდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს იმისთვის, რომ საქართველოს იმიჯი დაზიანდეს.

„დღეს მოვისმინეთ ქალბატონ კელი დეგნანის განცხადება, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ საქართველო სანქციებს გვერდს უვლის. ძალიან კარგია, მივესალმებით ამ განცხადებას, მაგრამ ცუდი საქმე უკვე გაკეთებულია იმიტომ, რომ ის გაზეთი და ჟურნალი უკვე წაიკითხა ათასობით და ასობით ათასმა ადამიანმა, რომლებსაც გაუჩნდათ ეჭვი, ან არ იციან კონტექსტი და მიიღეს ინფორმაცია, თითქოს, საქართველო სანქციებს გვერდს უვლის. ეს არის მიზანმიმართული კამპანია იმისთვის, რომ საქართველოს იმიჯი დაზიანდეს“, – განაცხადა სამხარაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები