თურქეთის საელჩოსთან მოქალაქეებს ყვავილები და შესაწირი ნივთები მიაქვთ
საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს კედელთან მოქალაქეებმა ყვავილები მიიტანეს და მიწისძვრით დაზარალებულ ქვეყანას სოლიდარობა გამოუცხადეს. საელჩოსთან მოსახლეობამ ასევე მიიტანა სათამაშოები და სანთლები. ტერიტორიაზე გაკრულია თურქეთის იმ ქალაქების ჩამონათვალი, სადაც მიწისძვრამ მასშტაბური ნგრევა გამოიწვია.
ამასთან, ადგილზე გროვდება დაზარალებულთა დასახმარებლად გასაგზავნი სხვადასხვა საჭირო ნივთი.
დღეს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში თანაგრძნობის გამოსახატავად იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე – შალვა პაპუაშვილი, ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი – ნინო ბურჯანაძე და მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა – გიული ალასანია.
მათ მომხდარი ტრაგედიის გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში საქართველოს სახელით ჩანაწერი გააკეთეს.